Wednesday, October 24, 2012

წმინდა პეტრეს ბაზილიკა

 
 
 
ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად ყოფას. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ჩნდება.
რომის იმპერიის ოფიციალურად გაქრისტიანების შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა განივრცო და მიუთითებს ვრცელ, მნიშვნელოვან ეკლესიაზე, რომელსაც პაპის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიური ცერემონიების ჩატარების უფლება მიეცა. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას -- არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს.
საქართველოში ბაზილიკა გავრცელებული იყო უმეტესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ქართულ ბაზილიკას არა აქვს ატრიუმი, ნართექსი და ტრანსპეტი. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები, საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, საქართველოში შემუშავდა აგრეთვე ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა სამეკლესიიანი ბაზილიკა უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბაზილიკები (ბოლნისის სიონი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, წყაროსთავი და სხვა) - V-VI საუკუნეებს განეკუთვნება.

აია სოფია



აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.

2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

ჩინეთის დიდი კედელი



ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; — ვანლი ჩან’ჩენ; ნიშნავს: „10,000 ლის სიგრძის კედელი“) — ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.

ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით III საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით XVII საუკუნეში დასრულდა.

ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.

რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.

საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.

როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.

შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც. მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.

თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.

თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი „დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.

როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.

არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.

ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.

პანამის არხი




პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) — მნიშვნელოვანი სანაოსნო არხი, რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა პანამის არხისა ადრეულ XVI საუკუნეში ჩაისახა, პირველი მცდელობა არხის აშენებისა მხოლოდ 1880 წელს განხორციელდა ფრანგების მეთაურობით. თავდაპირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პროექტის დასრულება შემდგომში აშშ-მა იკისრა. არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კმ სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა თან, მათ შორის ტროპიკული ავადმოყოფობები (მალარია და ყვითელი ცხელება) და მასიური მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლ. 27.500 მუშა დაიღუპა.

გახსნის შემდეგ არხს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ყოველწლიურად არხზე 14.000 სატვირთო გემი გადის ჯამური 203 მილიონი ტონა თვირთგამტარიანობით. 2002 წლისთვის არზე მისი გახსნის დღიდან 800.000 გემმა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ არხის წყნარი ოკეანის სანაპირო 20 სმ-ით მაღალია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ამ სხვაობის დასარეგულირებლად, არხის სხვადასხვა მონაკვეთში აგებულია ე.წ. რაბები და ჭიშკრები, რომელიც არეგულირებს წყლის დონეს.

იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, ის უკვე ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე გემების მოთხოვნებს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ გატარებას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი გაფართოების და გაუმჯობესების საკითხი, რაც ჯერ კიდევ 1939 წელს განიხილებოდა. 2006 წლის 22 ოქტომბრს რეფერენდუმით, პანამის მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა არხის გაფართოებას. სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არაერთხელ გაჩნდა იდეა პანამის არხის კონკურენტი არხების გაჭრისა. ვარიანტებად განიხილებოდა გაჭრა მექსიკის, ნიკარაგუის და კოლუმბიის ტერიტორიაზე. თუმცა, საბოლოოდ ეს ვარიანტები უგულებელყოფილ იქნა.

მოსახლეობისთვის პანამის არხის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ბოლო დრომდე, ამის ერთადერთი საშუალება იყო 1942 და 1962 წლებში აშენებული ხიდები, თუმცა 2005 წელს გაიხსნა სუპერთანამედროვე ხიდი, რომელსაც ავტომობილების 6 ზოლად გატარება შეუძლია.

პანამის არხის გახსნამ, ეკოსისტემა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, ვინაიდან აქ მილიონობით წლების შემდეგ ერთმანეთს შეუერთდა წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას.

არხს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. პანამაში ზაფხული ძალიან ცხელი და ტენიანია, ამიტომ წელიწადის ამ დროს პანამის მონახულება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ტურისტებს შორის ძალზედ პოპულარულია არხის გავლა და დათვალიერება საკრუიზო გემით.

Sunday, October 21, 2012

მავზოლეუმი ჰალიკარნასში


 
 
ჰალიკარნასის მავზოლეუმიშვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს (ბერძნ. Μαύσωλος) საფლავი.ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.ის ძვ.წ. მე4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეციერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად

როდოსის კოლოსი

 
 
 

როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.

ალექსანდრიის შუქურა



ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.


თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.